წაჩხურის საჯარო სკოლაში საქართველოს თავისუფლებას შეწირულ გმირებს პატივი მიაგეს და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს
12-04-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის, წაჩხურის საჯარო სკოლაში, დირექცია, პროფესიონალ პედაგოგებთან ერთად, მუდმივად ზრუნავს, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში. ბავშვებიც დიდი ინტერესით მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებაში და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

წაჩხურის საჯარო სკოლაში 9 აპრილს განვითარებულ მოვლენებს ღონისძიება მიეძღვნა. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოება 33 წლის წინანდელ საქართველოში „ამოგზაურეს“, გაიხსენეს სამშობლოს თავისუფლებას შეწირული გმირები და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

იმავდროულად კი, წაჩხურის სასკოლო საზოგადოებამ სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას: „9 აპრილთან დაკავშირებით ჩავატარეთ ღონისძიება და ასევე, სოლიდარობა გამოვუცხადეთ, ჩვენს მეგობარ, ქვეყანას უკრაინას, რომელიც მუდამ მხარში გვედგა“, აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203