სავანეთის საჯარო სკოლის ორი მოსწავლე და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ
12-04-2022
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის ორი მოსწავლე ვუსალ ვალიევი, ზეინაბ ბაირამოვა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ. 

პროექტის ფარგლებში სკოლებში საპარლამენტო სწავლება ინერგება. სწორედ ამის შესახებ გააცნეს მიწვეულ სტუმრებს კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია. ვიზიტმა ნაყოფიერად ჩაიარა, მასში მონაწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.

„პარლამენტის რამდენიმე წევრი სამოქალაქო განათლების პროგრამაშია ჩართული, კურირებენ სახელმძღვანელოების გამოცემას მე-5,მე- 6, მე-7 კლასში. პროექტის ფარგლებში ინერგება საპარლამენტო სწავლება. ამ კონკრეტულ საკითხზე ტრენინგები გაიმართა პარლამენტის წევრების ინიციატივით.
პროექტის ფარგლებში ჩართულია 50 სკოლა, რომელთაც  დაევალათ დანერგათ  სახელმძღვანელოში შეტანილი მასალები პრაქტიკაში, გასცნობოდნენ პარლამენის დაარსების ისტორიას, არჩევნების წესს, მიეტანათ მოსწავლეებამდე, ჩაეტარებინათ საჩვენებელი გაკვეთილი, რომელზე დასწრებაც იგეგმებოდა.
გვაჩვენეს მეტად საინტერესო მედიარესურსი ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. სიტყვით გამოვიდა პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო, მოსწავლეებს წარმატება უსურვა, ასევე სიტყვით გამოვიდა გაეროს ერთ-ერთი წარმომადგენელი ისაუბრა დემოკრატიის როლზე, ღირებულებებზე, აქტიურ მოქალაქეებზე. მოსწავლეებს და პედაგოგებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ, აჩუქეს მაისურები პარლამენტის წარწერით. დაიგეგმა მრავალფეროვანი პროექტები, რომელშიც სავანეთის საჯარო სკოლაც იქნება ჩართული.
დღემ ნაყოფიერად ჩაიარა, მოსწავლეები კმაყოფილნი დაბრუნდნენ სახლში“,- წერს სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი.

იხილეთ ვიდეოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203