დღე გლოვისა და დღე გამარჯვებისა - საყუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ისტორიული ექსკურსი მოეწყო
12-04-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის, საყუნეთის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლება სრულფასოვნად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც, პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში.

1989 წლის 9 აპრილს განვითარებულ მოვლენებს, საყუნეთის საჯარო სკოლაში ინფორმაციული სახის აქტივობა მოეწყო. ისტორიის პედაგოგმა, დიანა ვედიაკოვამ IX -X კლასების მოსწავლეებს ისტორიული ექსკურსი მოუწყო და ვრცლად ესაუბრა, 33 წლის წინ, საქართველოში განვითარებული ფაქტების ისტორიულ მნიშვნელობაზე.

საყუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რომ 9 აპრილი არის დღე გლოვისა და იმავდროულად - დღე გამარჯვებისა. მათ  თემატური ნახატები შექმნეს და კიდევ ერთხელ, მიაგეს პატივი 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას.

2 550 ჯარისკაცი, 6 ჯავ­შან­ტრან­სპორ­ტი­ორი, დე­სან­ტის 8 საბ­რძო­ლო მან­ქა­ნა, 4 სა­ხან­ძრო მან­ქა­ნა და 2 სა­ნი­ტა­რუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი 10000-კაციანი მშვიდობიანი დემონსტრაციის წინააღმდეგ. 1989 წლის 9 აპრილს, ღამის 4 საათზე, საბჭოთა კავშირის ჯარმა მხუთავი აირის, ორლესული ნიჩბებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაარბია თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 16 ადგილზე გარდაიცვალა, 4 მოგვიანებით – საავადმყოფოში, ერთი, გია ქარსელაძე კი კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული. ასობით ადამიანი დაჭრეს და დაასახიჩრეს, ათასობით კი მოიწამლა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203