„ჩვენ გვახსოვს 1989 წლის 9 აპრილი“ - ურავის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ლანა ჯელაძემ მოსწავლეებთან ერთად პრეზენტაცია ჩაატარა
12-04-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნაინ.
ამჯერად, ისტორიის პედაგოგმა, ლანა ჯელაძემ მე-9 და მე-11 კლასების მოსწავლეებთან ერთად პრეზენტაცია „ჩვენ გვახსოვს 1989 წლის 9 აპრილი“, ჩაატარა.
აქტივობის ფარგლებში 9 აპრილის მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებს პატივი მიაგეს.