შიბლიანის საჯარო სკოლაში 33 წლის წინანდელ საქართველოში „იმოგზაურეს“ და 9 აპრილს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს
12-04-2022

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, შიბლიანის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლება სრულფასოვნად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც, პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, აქტიურად არიან ჩართულები არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში, არამედ სასკოლო ცხოვრებაში. ისინი დიდი ინტერესით მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებაში და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

შიბლიანის საჯარო სკოლაში 9 აპრილს განვითარებულ მოვლენებს ღონისძიება მიეძღვნა. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოება 33 წლის წინანდელ საქართველოში „ამოგზაურეს“, გაიხსენეს სამშობლოს თავისუფლებას შეწირული გმირები და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

2 550 ჯარისკაცი, 6 ჯავ­შან­ტრან­სპორ­ტი­ორი, დე­სან­ტის 8 საბ­რძო­ლო მან­ქა­ნა, 4 სა­ხან­ძრო მან­ქა­ნა და 2 სა­ნი­ტა­რუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი 10000-კაციანი მშვიდობიანი დემონსტრაციის წინააღმდეგ. 1989 წლის 9 აპრილს, ღამის 4 საათზე, საბჭოთა კავშირის ჯარმა მხუთავი აირის, ორლესული ნიჩბებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაარბია თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 16 ადგილზე გარდაიცვალა, 4 მოგვიანებით – საავადმყოფოში, ერთი, გია ქარსელაძე კი კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული. ასობით ადამიანი დაჭრეს და დაასახიჩრეს, ათასობით კი მოიწამლა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203