კისისხევის საჯარო სკოლის მე-2 კლასში მოსწავლეზე ორიენტირებული აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილები ჩატარდა
12-04-2022
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლაში USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში გაკვეთილებზე დასწრება - შეფასება განხორციელდა.
აქტივობის მთავარი მიზანი მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების, დაწყებითი საფეხუსირ მათემატიკისა და კითხვის პედაგოგების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა იყო.
გაკვეთილები მე-2 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, თამარ ხუციშვილმა და მათემატიკის პედაგოგმა, ეთერ საბაშვილმა ჩაატარეს.
აღსანიშნავია, რომ ორივე გაკვეთილი სახალისო და მოსწავლეზე ორიენტირებული აქტივობებით იყო დატვირთული.