ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ზღაპარი ინგლისურ ენაზე დადგეს
12-04-2022

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ არევიკ ჰამბარიანის ხელმძღვანელობით, ინგლისურ ენაზე ზღაპარი დადგეს. მე-6 კლასის მოსწავლეებმა „ზარმაცი ჰური“ წარმოადგინეს. 

მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს, ზღაპარში „იმოგზაურეს“ და შემოქმედებითი ნიჭი, შესაძლებლობები და ინგლისური ენის ცოდნა წარმოაჩინეს. 

აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი და მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო ღონისძიებებს სთავაზობენ და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებში რთავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203