„გვახსოვდეს 9 აპრილი!“- წნორის N3 სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს პრეზენტაციები მიუძღვნეს
12-04-2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის წნორის N3 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

სკოლაში ამჯერად 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება - „გვახსოვდეს 9 აპრილი!“ ჩატარდა.

„33 წლის წინ მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებზე IX და X კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს, რომლებიც V, VI, VII და VIII კლასის მოსწავლეებს წარუდგინეს. ბავშვებმა გაიხსენეს 9 აპრილს დაღუპული გმირები და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203