„ჩვენი მოჭადრაკეების მორიგი წარმატება“- დაბა კაზრეთის N1 სკოლის მოსწავლეებმა ტურნირზე საპრიზო ადგილები დაიკავეს
12-04-2022
 ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საჭადრაკო ტურნირზე საპრიზო ადგილები დაიკავეს. 

მოსწავლეები ბოლნისის საჭადრაკო სკოლა „ნონას“ მიერ გამართულ ტურნირში მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა შემდეგი ადგილები დაიკავეს:

  • კატო კოდელაშვილი - I ადგილი- მე-2 კლასი;
  • გიორგი ყალაიჩიშვილი - II ადგილი-მე-4 კლასი;
  • გიორგი ნასყიდაშვილი - III ადგილი-მე-4 კლასი.
სკოლა ამაყობს მოსწავლეების წარმატებით და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.

„ჩვენი მოჭადრაკეების მორიგი წარმატება!
ვულოცავთ ჩვენს მოჭადრაკეებს მორიგ წარმატებას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203