ყარაჯალის საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს
12-04-2022
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, უფროსკლასელებმა 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით პრეზენტაცია ჩაატარეს.
მოსწავლეებმა 1989 წლის აპრილის დღეები ქრონოლოგიურად აღწერეს და 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს, ბავშვებმა მათ ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.