„საქართველო 1921 და საქართველო 2022 წელს“ - ერტისის საჯარო სკოლაში დისკუსია გაიმართა
12-04-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ერტისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ისტორიულ მოვლენებზე იმსჯელეს. 

მე-8 და მე -11 კლასებში დისკუსია - „საქართველო 1921 წელს და საქართველო 2022 წელს“, გაიმართა. დისკუსიის მიმდინარეობისას განიხილეს:

  • რას გულისხმობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური მოდელის არჩევანი;
  • რას ითვალისწინებდა 1921 წელს მიღებული კონსტიტუცია მოქალაქეების უფლებების თვალსაზრისით და რას ითვალისწინებს დღევანდელი კონსტიტუცია ამ მიმართულებით;
  • საქართველოს პოლიტიკური ვითარება 1921 და 2022 წლებში. (პარალელების გავლება);
  • საქართველო და მსოფლიო დღეს.
გარდა ამისა, პედაგოგ ნინო ზაუტაშვილის ხელმძღვანელობით, მე-9 კლასში 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ისაუბრეს. პარალელები გაავლეს დღევანდელობასთან და რუკაზე იმუშავეს. 

მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, შექმნეს თემატური ნახატები და პოსტერები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203