კერძო სკოლა „დავითიანის“ თვითმმართველობის ორგანიზებით, უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად ჰუმანიტარული აქცია გაიმართა
12-04-2022
ბოლნისის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „დავითიანის“ თვითმმართველობის ორგანიზებით სკოლაში უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა.
მოსწავლეებმა და მშობლებმა ბოლნისში უკრაინიდან ჩამოსული ბავშვებისთვის პირველად მოხმარების ნივთები, ტანსაცმელი, ტკბილეული და სათამაშოები შეაგროვეს.
„გვინდა სოლიდარობა გამოვხატოთ უკრაინელი ბავშვების მიმართ და მცირეოდენი წვლილი შევიტანოთ მათი კეთილდღეობის საქმეში. იმედია, შევძლებთ, რომ მათ სახეს ღიმილი და ხალისი დავუბრუნოთ. მსოფლიოს ყველა ბავშვი იმსახურებს მშვიდობას!“ - განაცხადეს თვითმმართველობის წევრმა მოსწავლეებმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის