ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვის საჯარო სკოლის პედაგოგი მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას მნიშვნელოვან როლს ანიჭებენ, სწორედ ამ მიზნით სასწავლო პროცესის განმავლობაში არაერტი საინტერესო აქტივობა ტარდება, რომელშიც მოსწავლეები თავიანთი უნარების გამოვლენეასა და განვითარებას ახერხებენ. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საინტერესო აქტივობა ჩატარდა მეოთხე კლასში.
„
ქვედა ბახვის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა პროექტში - „ჩემი პირველი წიგნი“. მოსწავლეებმა ხელით შექმნეს და გააფორმეს წიგნები, დაჯილდოვდნენ სიგელებით. მასწავლებელი ნინო გოგოლაშვილი“
იხილეთ მოსწავლეების ნამუშევრები: