„9 აპრილი-დღე მწუხარების და დღე დამოუკიდებლობის“- გავაზის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
12-04-2022
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს.

მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ამ დღეს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალთან ყვავილები მიიტანეს. მათ 
9 აპრილს განვითარებული მოვლენებისა და მისი შედეგების შესახებ ისაუბრეს, თავიანთი პოზიცია მკვეთრად დააფიქსირს.

მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

აქტივობის მიზანი დაღუპულთა სახელების უკვდავყოფა და იმის არდავიწყება იყო, რაც 9 აპრილს რუსთაველის გამზრიზე მოხდა.

„9 აპრილი - დღე მწუხარების და დღე დამოუკიდებლობის!...
მოსწავლეებმა და პედაგოგებმა პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილ მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს დარბევაში დაღუპული 21 ადამიანის ხსოვნას“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203