„ყველაფერი წყლის შესახებ“ - ერკეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბის მორიგი საინტერესო ღონისძიება
12-04-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხსიმგებლობის მოსწავლეებს ზრდის. აღნიშნულის დასტურია სკოლაში არსებული პროექტები და აქტივობები, რომლებიც მოსწავლეთა ჩართულობით სისტემატურად ხორციელდება. 

ერკეთის საჯარო სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სკოლის ეკოკლუბი აქტიურად ატარებს გარემოსდაცვით აქტივობებს. ბოლოს ჩატარებული ღონისძიება კი წყლის მნიშვნელობას მიეძღვნა. 

„ერკეთის საჯარო სკოლაში მუშაობს ეკოლოგიური კლუბი. მათ ბევრი კარგი საქმე გააკეთეს, პერიოდულად ასუფთავებენ თემში არსებულ მდინარეების სანაპიროებს, სპორტული მოედნების შემოგარენს, მოუწოდებენ თანასოფლელებს, დაიცვან ბუნება და გაუფრთხილდნენ გარემოს.

8 აპრილს ეკო კლუბის წევრებმა ჩაატარეს ღონისძიება თემაზე „ყველაფერი წყლის შესახებ“. მათ ისაუბრეს, წყლის რესურსებზე; მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში სასმელი წყლის დეფიციტზე, წყლის სისუფთავის დაცვასა და ამ თემაზე ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობაზე თანასოფლელებისათვის.

„კარგო სტუმარო, დაუვიწყარო, მოდი, დალიე ანკარა წყარო“ - ასე გვეპატიჟებიან ერკეთელი ეკოკლუბელები სუფთა წყლის დასაგემოვნებლად“, - აღნიშნულია სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203