ანბანის დღესასწაული ბავრის საჯარო სკოლის მეორე კლასში
12-04-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბავრის საჯარო სკოლის მეორე კლასში ქართული ანბანის დღესასწაული მოეწყო.
შთამბეჭდავი ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. მოსწავლეებმა ქართული დამწერლობის შესახებ ვრცლად და დეტალურად ისაუბრეს.
პატარა და ნიჭიერმა მოსწავლეებმა, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს.
არმენს, ლალას და ანჟელიკას ლექსი - „გაზაფხულის ყვავილები მსურს შევკონო ერთად“ ერგოთ; სარამ და ვართანმა - „გაზაფხულმა გაგვახარა“ წაიკითხეს.
სიუზანამ და სარქისმა სიმღერა „ჭრელო პეპელა“ შეასრულეს; ნარემ, სპარტაკმა და ზორომ „მზე შინა და მზე გარეთა“ იმღერეს; სტიოპამ, ვენერჩომ და მანე გაბრიელიანმა - „წვიმა მოდის წვიმა მოდის“ შეასრულეს; ნატალის, მანე პეტროსიანს და ნარეკს წილად „თუ თუ თუ თუ გინდა“ ერგოთ; ასევე, წარმოთქვეს „გაზაფხულდა ბუჩქის ძირას“, არენმა ლექსი „ქართლ-კახეთი“, „ენძელა და ია ფაეტონზე“, „კიკლი კიკლი“ წარმოთქვა.
ასევე, მოსწავლეებმა ცეკვა განდაგანა შეასრულეს. მრავალფეროვან ღონისძიებაზე ასევე წარადგინეს: წითელქუდა და მგელი, ცანგალა და გოგონა, კეკელა და მარო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის