ვაჩიანის საჯარო სკოლის II კლასში მრავალფეროვანი ღონისძიება ჩატარდა
12-04-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის IIკლასში ზეიმი ჩატარდა.

ზეიმის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი პედაგოგი მარგარიტა თოროსიანი იყო. მოსწავლეები შესაბამისად გამოეწყვნენ, ლექსები წაიკითხეს, ნომრები შეასრულეს და თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

მეორეკლასები აქტივობაში უდიდესი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

„დაწყებითის მასწავლებელმა მარგარიტა თოროსიანმა  ჩაატარა ზეიმი 7 აპრილთან დაკავშირებით, მოსწავლეები კარგი და ხალისიანი განწყობით მონაწილეობდნენ ზეიმში“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203