ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთი კოჩალიძემ, კომპლექსური დავალების ფარგლებში, თვალის მოდელი შექმნა
12-04-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, ქეთი კოჩალიძემ ბიოლოგიაში კომპლექსური დავალების ფარგლებში საინტერესო პროდუქტი შექმნა.
კომპლექსური დავალების პირობა იყო: „მოირგე ოფთალმოლოგის როლი; შენს კლასელებს სასკოლო კონფერენციაზე წარუდგინე სინათლის აღქმის მექანიზმის ამსახველი სქემა. თანატოლებს მიაწოდე რჩევები შეგრძნების ორგანოს (თვალი) ჰიგიენასთან დაკავშირებით. ამისათვის, გაეცანი ინფორმაციას - „მხედველობის კორექცია“. შეეცადე დაარწმუნო თანაკლასელები რამდენად აუცილებელია რჩევების გათვალისწინება მახვილი მხედველობის შესანარჩუნებლად“.
აღნიშნულიდან გამომდინარე ქეთი კოჩალიძემ თვალის მოდელი შექმნა, რომლის საშუალებითაც სასკოლო კონფერენციაზე: თვალის სტრუქტურასა და ფუნქციაზე ისაუბრა, ასევე, წარადგინა სინათლის აღქმის მექანიზმის ამსახველი სქემა; ასევე, მხედველობის კორექციის თანამედროვე მეთოდების შესახებ ისაუბრა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის