„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ - ზედა კვირიკეს საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება ჩატარდა
12-04-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კვირიკეს საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ცდილობენ, მოსწავლეებისთვის სასწავლო გარემო საინტერესო და შემეცნებითი იყოს. სწორედ ამიტომ სკოლაში ყველა მნიშვნელოვან თარიღსა და მოვლენას აღნიშნავენ.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამჯერად ზედა კვირიკეს საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა ღონისძიება თემაზე: „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“. მოსწავლეებმა დაამზადეს ნახატები და მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ 2006 წლის 21 მარტს პირველად აღინიშნა დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ, 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე ტრისომიულ მოვლენას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის