სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
12-04-2022

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ ისაუბრეს და საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ადამიანის უფლებების მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და მათი პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალვას უდიდეს ყურადღებას აქცევენ და ამ მიზნით მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ. 

აღსანიშნავია, რომ 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რა დროსაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედაა მიჩნეული.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203