„დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს“- მიქელეფონის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეთა გზავნილი
12-04-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებეს გამოეხმაურენ.

მოსწავლეებმა თავიანთი პოზიცია საკუთარი ხელით შექმნილი პლაკატებით და უკრაინისა და საქართველოს დროშებით დააფიქსირეს, მოიხატეს ხელები, საქართველოს ჰიმნს მოუსმინეს და მოსაზრებები გამოთქვეს.

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ. 

„ესენი არ არიან პოლიტიკოსები და არც აინტერესებთ რახდება პოლიტიკაში, ისინი ხედავენ ქმედებებს და აცნობიერებენ შედეგებს. ხედავენ თანატოლ გოგო-ბიჭებს აცრემლებულებს, შეშინებულებს, დაობლებულებს, დაღუპულებს… მათაც უნდათ თავიანთი ხმა მიაწვდინონს სამყაროს. ყველანი დამნაშავენი ვართ, როცა იღუპება თავისუფალი მოსახლეობა და პატარა ბავშვები, ჩვენი უმოქმედობაც მომქმედი დანაშაულია. უკრაინის ბრძოლაში ვხედავთ წყდება ჩვენი ქვეყნის ბედიც, თითოეული ბავშვის გამოსვლის დროს ცრემლებს ვერ ვიკავებდი და ბოლოს სიტყვის წარმოთქმისას ვიტირე, იმიტომ, რომ მიხაროდა, რომ ისინი სწორად ხედავენ თავიანთ მომავალ და მიხარია, რომ მათ ეს ასე ემოციურად გადმოგვცეს. მხურვალე აპლოდისმენტები ჩვენგან ამ პატარა, მაგრამ ერთ მუჭად შეკრებილ ბავშვებს …. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს“,- წერს სკოლის პედაგოგი. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203