ორლოვკის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ღონისძიება ჩატარდა
12-04-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგების ხელმძღვანელობით მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

ამჯერად, პედაგოგებთან ერთად მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე ღონისძიებით „მზის შვილების დღე“ აღნიშნეს.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ბავშვებმა პლაკატები დაამზადეს და პრეზენტაცია მოაწყეს. მოსწავლეების სურვილი იყო საზოგადოებას დაუნის სინდრომთან დაკავშირებით ცნობიერება აემაღლებინათ.

ღონისძიებას ფონად სლოგანი „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“, გასდევდა.

შეგახსენებთ, რომ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო მისი ყოველწლიური აღნიშვნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203