მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს. ღონისძიება დედებსა და სილამაზეს ეძღვნებოდა. I-IVკლასების მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს და მშობელებსა და პედაგოგებს ყვავილები აჩუქეს.
მოსწავლეები აქტივობაში, დაწყებითი კლასების პედაგოგებისა და ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლის ხელმძღვანელობით, დიდი ხალისითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.
„I-IVკლასების მოსწავლეებმა ქართულ-სომხური ტრადიციისამებრ, დედისა და სილამაზის დღეები აღნიშნეს.
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ დაწყებითი კლასების პედაგოგები: ა.დარბინიანი, ა.მისკარიანი, გ.მისკარიანი, ს.ნალბანდიანი და ქართული,როგორც მეორე ენის მასწავლებელი ე.მამულიანი“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: