თბილისის N74 სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობა ჩატარდა
12-04-2022
თბილისის N74 საჯარო სკოლის მოსწავლეების სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
ამჯერად, მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს შეუერთდნენ.
მოსწავლეები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის ისტორიას გაეცნენ, რომ 2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ცნობიერების ამაღლების მიზნით 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა; და რომ 2012 წლიდან ეს დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება.
2013 წლიდან მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია“; ვინაიდან წინდებს ქრომოსომის ფორმა აქვთ, წინდები ამ დღის სიმბოლოდ იქცა. ფერადი წინდის ტარებით ადამიანები გარშემომყოფთა ყურადღებას იქცევენ და ინფორმაციის გამავრცელებლები ხდებიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის