თბილისის N94 საჯარო სკოლის აქტიური ჩართულობით ნახატების გამოფენა გაიმართა
12-04-2022
თბილისის N94 საჯარო სკოლისა და „თეოს სამხატვრო სტუდიის“ ერთობლივი ძალისხმევით ნახატების გამოფენა მოეწყო.
გამოფენაზე წარმოდგენილ ნახატებში ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და ტრაგიკული თარიღი 9 აპრილი ასევე, მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ფიგურირებდა. სკოლის ნიჭიერმა მოსწავლეებმა საკუთარ ნახატებში ყველა ემოცია, ტკივილი და სიხარული გადმოსცეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია მოსწავლეებს მუდამ საინტერესო აქტივობებს სთავაზობს და ამჯერადაც, პატარა მხატვრებისთვის გამოფენაში მონაწილეობა მათთვის დიდი სტიმულია.
გამოფენას ფონად სლოგანი - „თავისუფალი სამყარო ირჩევს მშვიდობას!“ გასდევდა.
„თბილისის N94 საჯარო სკოლისა და „თეოს სამხატვრო სტუდიის" ერთობლივი გამოფენა.. საოცარი ჩანაფიქრები და თავისუფლების დაუოკებელი წყურვილი ჩანს ამ ბავშვების ნახატებში! მათშია ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი.. მადლობა ყველა მონაწილეს! მადლობა ჩვენს ხელოვნების მასწავლებლებსა და სამხატვრო სტუდიის ხელმძღვანელს, თეა ჭიპაშვილს!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის