„შეჩერდი წამო“ - თბილისის N103 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა 9 აპრილთან დაკავშირებით, საინტერესო პროექტზე იმუშავეს
12-04-2022
თბილისის N103 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლის პედაგოგები მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრალფეროვანი სასწავლო გარემოს შესაქმნელად არაერთ პროექტსა და აქტივობას ატარებენ. ამასთან, ყოველთვის ეხმიანებიან ქვეყნის ისტორიულ მოვლენებს. ამჯერად თბილისის N103 საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებმა 9 აპრილის შესახებ ჩატარებულ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. 

„სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, ნინო იაკობიძის ხელმძღვანელობით, იმუშავეს პროექტზე „შეჩერდი წამო!“ გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული ეროვნული გმირები, ეს დღე ტრაგედიად იქცა, მაგრამ ამავე დროს ეს დღე ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობისა და სიყვარულისთვის ბრძოლის სიმბოლოა“, - აღნიშნულია სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203