„მადლობა თავისუფლებისთვის“ - ილემის საჯარო სკოლაში 9 აპრილს კლასის საათი მიეძღვნა
12-04-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის მეექვსე და მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის კლასის საათი თემაზე - „მადლობა თავისუფლებისთვის“ ჩატარდა.
აქტივობა 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს ეძღვნებოდა.
მეხუთე და მეექვსე კლასელებმა I-IV კლასის მოსწავლეებს ქართველი გმირები, მათი თავდადება და მიღწეული შედეგები გააცნეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან და სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი მუდამ აქტიურად ერთვება.