
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლისთვის სამზადისი დაწყებულია.
სკოლის დირექტორის, ნორაირ აკოპიანის თქმით, წელს სკოლაში 10 პირველკლასელს ელოდებიან.
სკოლა ბავშვებს მრავალფეროვან, მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს სთავაზობს. დირექცია და პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი, სიღრმისეული განათლება მისცენ და თბილი, ოჯახური და უსაფრთხო გარემო შეუქმნან.
აღსანიშნავია, რომ პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 17 მაისიდან დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. აქვე დავძენთ, რომ წელს სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.