
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ თახჩის საჯარო სკოლა მცირეკონტიგენტიანია, სკოლაში სულ 3 მოსწავლე სწავლობს, მოსწავლეები მე-3 და მე-9 კლასებში ირიცხებიან.
მიუხედავად ბევრი გამოწვევისა და მოსწავლეთა მცირერიცხოვნობისა პედაგოგები, დირექტორ გაიანე მიქაელიანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ და ცდილობენ მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო, მიმზიდველი და შემოქმედებითი იყოს. ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ ღირსეული მოქალაქეები აღზარდონ და მოსწავლეებს ხარისხიანი, სიღრმისეული განათლება მისცენ.
მოსწავლეებიც ეს ყველაფერი მოტივაციის მომცემია, აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობენ.