ჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან 9 აპრილთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
12-04-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში ჩატარდა 9 აპრილის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილს ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირები.

ჭალის საჯარო სკოლაში 9 აპრილის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, ასევე  მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები და შეასრულეს საქართველოს ჰიმნი.

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

იხილეთ ფოტოები;
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203