თაქალოს საჯარო სკოლაში 25 პირველკლასელს ელოდებიან - ახალი სასწავლო წლისთვის სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლისა და მოსწავლეების მისაღებად აქტიურად ემზადებიან.
როგორც სკოლის დირექტორმა, ჰუსეინ ჰუსეინოვმა
Etaloni.ge-ს უთხრა, ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებით პირველკლასელებს ელოდებიან. წელს მათი რაოდენობა 25 იქნება.
აღსანიშნავია, რომ სკოლა ყველა მოსწავლეს მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ გარემოს სთავაზობს. აქ მათ განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.