კიროვკის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლისთვის სამზადისი დაწყებულია - წელს სკოლის კარს 15 პირველკლასელი შეაღებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლისა და მოსწავლეების მისაღებად აქტიურად ემზადებიან.
როგორც სკოლის დირექტორმა, ხაზეინ მუსაევმა
Etaloni.ge-ს უთხრა, ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებით პირველკლასელებს ელოდებიან. წელს მათი რაოდენობა 15 იქნება.
აღსანიშნავია, რომ სკოლა ყველა მოსწავლეს მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ გარემოს სთავაზობს. აქ მათ განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.