ბაითალოს საჯარო სკოლაში 7 პირველკლასელს ელოდებიან - მოსწავლეებს მრავალფეროვანი სასწავლო გარემო დახვდებათ 
12-04-2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაითალოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლისთვის სამზადისი დაწყებულია. 

სკოლის დირექტორის, ნურადდინ აბბასოვის თქმით, წელს სკოლაში სულ ცოტა შვიდ პირველკლასელს ელოდებიან. 

სკოლა ბავშვებს მრავალფეროვან, მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს სთავაზობს. დირექცია და პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი, სიღრმისეული განათლება მისცენ და თბილი, ოჯახური და უსაფრთხო გარემო შეუქმნან. 

აღსანიშნავია, რომ პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 17 მაისიდან დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. აქვე დავძენთ, რომ წელს სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203