ჩივთქილისის საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით დაინერგა
საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა კოვიდპანდემიამ არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა, თუმცა სკოლების ხელმძღვანელებისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების დამსახურებით, მოსწავლეები არ ჩამოშორდნენ სასწავლო პროცესს.წალკის მუნიციპალიტეტის,
ჩივთქილისის საჯარო სკოლა ერთ-ერთი მათგანია, სადაც მოსწავლეთა ჩართულობას არა მხოლოდ საგაკვეთილო, არამედ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში, ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა. როგორც დირექტორი - შაქრო ხაჩატურიანი
Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ადგილობრივ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში წარმატებით დაინერგა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა და ზოგადი განათლების რეფორმაც ხორციელდება.
მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტრომ გადაწყვეტილება შეცვალა და პირველკლასელთა რეგისტრაციის
ასაკმაც 1 ოქტომბრამდე გადაიწია,
ჩივთქილისის საჯარო სკოლაში ახალი - 2022-2023 სასწავლო წლისთვის დაახლოებით 5 პირველკლასელს ელიან, რომელთაც უსაყვარლესი პედაგოგები წიგნიერებისა და განათლების ჯადოსნურ სამყაროში
ამოგზაურებენ.