ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
12-04-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში V და V კლასებში ინგლისურ ენაში თემაზე - „ტანსაცმელი“ კომპლექსური დავალება ჩატარდა.

კომპლექსურ დავალებაზე მრავალმხრივი სახალისო აქტივობები გამოიყენეს. მეხუთეკლასელებმა მოუსმინეს აუდიო ჩანაწერს, შეავსეს ცხრილები და დიალოგი გამართეს. ასევე, გამოიყენეს როლური თამაშის აქტივობა - ასისტენტსა და მყიდველს შორის. მოსწავლეები სასწავლო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგები თამილა დუმბაძე და ინგა რიონიძე გახლავთ.

„უცხო ენის გარეშე შეუძლებელია თანამედროვე სივრცეში ინტეგრირება; ჩვენი ვალია მოსწავლეებს განუვითაროთ სხვადასხვა უნარები, მათ შორის საკომუნიკაციო. მსგავსი ტიპის გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეებში საგნის მიმართ მოტივაციის გაზრდას, მოსმენის, მეტყველებისა და წერის კულტურის განვითარებას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:








 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203