საბუეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელი თანატოლების მხარდაჭერის ნიშნად, ნახატები შექმნეს
12-04-2022
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.

ამჯერად, სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა მეგობარ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ემოციები და საკუთარი დამოკიდებულება ნახატების საშუალებით გადმოსცეს. ბავშვებმა, უკრაინელი თანატოლებისა და ხალხის მიმართ საკუთარი თანადგომა დააფიქსირეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების მიერ გაკეთებული აქტივობის ორგანიზატორი ნინო გიგილაშვილი გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203