თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა აქტივობები ტარდება
12-04-2022
თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული „ახალი სკოლის მოდელში“. მრავალფეროვანი სასწავლო პროცესის შესაქმენლად პედაგოგები არაერთ პროექტს ახორციელებენ. ამჯერად, სკოლაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების შესახებ დაგეგმილი სასკოლო პროექტი მიმდინარეობს, რომელშიც აქტიურად არიან ჩართულნი მოსწავლეები. 

„გრძელდება „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში სასკოლო პროექტის - „გარემოს დაცვა“ განხორციელება, რომლის მიზანია: გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.

ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით „სკოლის საერთო კულტურა მოსწავლეს უნდა უბიძგებდეს გააცნობიეროს პირადი და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართ“.

პროექტის მიზნის მისაღწევად მოსწავლეებმა ერთერთი საინტერესო აქტივობა ესეები წარმოადგინეს. მათ პროექტის სამიზნე ჯგუფს წარუდგინეს საკუთარი ნაშრომები. ესეებში ყურადღება გამახვილებული იყო გარემოს გაფრთხილებაზე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203