ხულოს მუნიციპალიტეტის, განახლების საჯარო სკოლაში მოსწავლე ელისაბედ კოჩალაძეს სპორტული წარმატება საზეიმო ვითარებაში მიულოცეს
12-04-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგების ხელმძღვანელობით სხვადასხვა სპორტულ ტურნირებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლამ აჭარის პირველობაზე მაგიდის ჩოგბურთში წარმატებას მიაღწია. პირველი ადგილის მფლობელი მეექვსეკლასელი ელისაბედ კოჩალაძე გახდა, რომლის პედაგოგი გია ბოლქვაძეა.
სკოლის დირექტორმა, ლიანა ბოლქვაძემ რეგულაციების დაცვით, საზეიმო ვითარებაში მოპოვებული პირველი ადგილისათვის, მე-6 კლასის მოსწავლეს, ელისაბედ კოჩალიძესა და პედაგოგს, გია ბოლქვაძეს მადლობა გადაუხადა და მადლობის სიგელები გადასცა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის