ფურტიოს საჯარო სკოლაში სახვით ხელოვნებაში კონკურსი ჩატარდა
12-04-2022
ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, 7-8 აპრილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით სახვითი ხელოვნების კონკურსი ჩატარდა, სადაც მე-5, მე-6, მე-7 და მე-9 კლასები მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბავშვები კონკურსში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, ხოლო საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეები მე-2 ტურში გადავიდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203