ქვემო სობისის საჯარო სკოლაში საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
12-04-2022

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრეს, საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს და წუთიერი დუმილით მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. 

ღონისძიების დასასრულს ექსპრომტად ლექსი წაიკითხა სკოლის დირექტორმა, სიმონ გიგაურიმა.

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ღონისძიების ყველა მონაწილეს და მის ორგანიზატორებს.

აღსანიშნავია, რომ წელს 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რა დროსაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედაა მიჩნეული.

იხილეთ ვიდეოები:















 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203