„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ - ორხვის საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
13-04-2022

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხვის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აქტიურად აღნიშნავენ. პედაგოგები ადამიანის უფლებების მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას უდიდესი ყურადღებას აქცევენ და არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

სკოლაში, ამჯერად, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

ღონისძიება ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა ჩაატარა. მოსწავლეებმა ნახატები დახატეს და ლოზუნგით - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ პლაკატი შექმნეს. 

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე 21 მარტს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიო დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების წინაშე ერთიანდება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203