
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხვის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აქტიურად აღნიშნავენ. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც დედის დღე ყოფილა, რომელსაც შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა.
ღონისძება დაწყებითი კლასების მასწავლებლის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
მოსწავლეები მრავალფეროვან აქტივობებში ჩაერთნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. მათ შორის, ბუნების მასწავლებელთან ერთად, დაამზადეს მისალოცი ბარათები და ყვავილის თაიგულები, რომლებიც ღონისძიების შემდეგ მშობლებს გადასცეს.
იხილეთ ფოტოები: