ორხვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელი თანატოლების მხარდამჭერი ჩანახატები და პოსტერი შექმნეს
12-04-2022
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხვის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აქტიურად აღნიშნავენ. პედაგოგები მოსწავლეებში ადამიანის უფლებების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებასა და მათი პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალვას უდიდეს ყურადღებას უთმობენ.
რა თქმა უნდა, მსწავლეთა და მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც საბჭოთა ოკუპაციის დღე.
სკოლის ისტორიის მასწავლებელი 1921 წლის 25 თებერვლის მოვლენების შესახებ ესაუბრა და პარალელები არსებულ საერთაშორისო მდგომარეობასთან გაავლო, როცა რუსეთის ოკუპაციური პოლიტიკის საკითხი ისეთივე აქტუალურია, როგორც წლების წინ.
მოსწავლეებმა თავიანთი წარმოსახვით შექმნეს ჩანახატები და გააკეთეს პოსტერი, რითაც თანადგომა გამოხატეს უკრაინელი თანატოლების მიმართ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის