ახალი საბავშვო ბაღი დამატებით 300-მდე აღსაზრდელს მიიღებს
12-04-2022
ბათუმში ახალი საბავშვო ბაღი შენდება - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება, რომელიც 300-მდე ბავშვზეა გათვლილი, - ინფორმაციას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, ეზო კეთილმოეწყობა და საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება.
ამ ეტაპისთვის, შენობის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 2 574 000 ლარს შეადგენს. საბავშვო ბაღების მშენებლობა, პირველ რიგში, იმ უბნებში დაიგეგმა, სადაც მოთხოვნა განსაკუთრებით დიდი იყო.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია