გლოლის საჯარო სკოლის ეკოკლუბი სასწავლო პროექტს - „გაიგე მეტი ტრეფიკინგისა და უსაფრთხო მიგრაციის შესახებ“, იწყებს
12-04-2022
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „შოვი“ არაერთი საიტნერესო ღონისძიებისა და აქტივობის ავტორია.

ამჯერად, ეკოკლუბი სასწავლო პროექტს - „გაიგე მეტი ტრეფიკინგისა და უსაფრთხო მიგრაციის შესახებ“ იწყებს.

პროექტის მიზანია მოსწავლეებსა და თემის ახალგაზრდებს ტრეფიკინგისა და უცხოეთში უსაფრთხო მიგრაციაზე ცნობიერება აუმაღლდეთ. 

პროექტის ფარგლებში, გუნდის წევრებმა მოსწავლეებთან თემაზე - „ბულინგი, ტრეფიკინგი და ბავშვთა უფლებები“ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განმავლობაში მიზნის მისაღწევად არაერთი ღონისძიების განხორციელება იგეგმება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203