ჩაქვის №2 საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელი საყმაწვილო ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა
09-03-2018
ჯემალ არძენაძის სახელობის ჩაქვის №2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე არკადი დავითაძე ამირან (პაკო) სვიმონიშვილის სახელობის საყმაწვილო ლიტერატურული პრემიით - ,,ამირანი“ დაჯილდოვდა.
არკადი დავითაძეს დიპლომი, ფულადი ჯილდო (500ლარი) და რამდენიმე სამაგიდო წიგნი გადაეცა. ჩაქვის სკოლის აღსაზრდელი კონკურსზე საკუთარი ლექსით წარსდგა.
ჩაქვის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ახალგაზრდა შემოქმედს ამ დიდ წარმატებას ულოცავენ და კიდევ უფრო მაღალ შემოქმედებით წინსვლას უსურვებენ.
პრემია „ამირანის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი თბილისის მეექვსე საავტორო სკოლაში გაიმართა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია