ბებნისის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრინციპებს გაეცნენ
12-04-2022
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებთან თემაზე - „ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ტრენინგები ჩატარდა. 

ტრენინგს უძღვებოდა ცესკო-ს ტრენერი ზაზა ნადირაშვილი. 

მოსწავლეები დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრინციპებს გაეცნენ და ტრენერისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

მოსწავლეებმა ასევე იმსჯელეს არჩევნების მნიშვნელობის შესახებ და ისაუბრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია არჩევანის თავისუფლება და მომავალი არჩევნებისთვის ახალგაზრდების მზაობა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203