ვარდისუბნის საჯარო სკოლის ხელოვნური ინტელექტის კლუბის წევრები საგანმანათლებლო სემინარს დაესწრნენ
12-04-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის ხელოვნური ინტელექტის კლუბის წევრები გურჯაანის ტექნოპარკში საგანმანათლებლო სემინარზე იყვნენ მიწვეულნი.

ვიზიტი სკოლის დირექტორის, მანანა ბახტურიძის ხელშეწყობით, მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის მხარდაჭერითა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის დირექტორის ნათია თამაზაშვილის თანადგომით განხორციელდა. 

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის აღნიშნულმა სამსახურებმა ტრანსპორტირება დააფინანსეს.

„სკო­ლებ­ში ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის კლუ­ბე­ბის შექ­მ­ნა – ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს დე­მოკ­რა­ტი­ის კო­მი­სი­ის მცი­რე გრან­ტე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლ­ებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა. პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რია ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვი­ცე-რექ­ტო­რი, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ინ­ჟი­ნე­რი­ის პრო­ფე­სო­რი ნა­ნა დი­ხა­მინ­ჯია. პრო­ექ­ტის პარ­ტ­ნი­ო­რია მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი. პროექტი ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ერ­სი­ტე­ტის სამ­რეწ­ვე­ლო ინო­ვა­ცი­ე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია „ფაბ­ლა­ბის“ დახ­მა­რე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. კონკურსის შედეგად ერთ-ერთი 31 სკოლათა შორის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლა შეირჩა, ხელოვნური ინტელექტის კლუბს ხელმძღვანელობს სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიის პედაგოგი ხათუნი ასანიძე. სკოლაში არსებობს კარგად აღჭურვილი კომპიუტერული ლაბორატორია, სადაც მოსწავლეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მუშაობა.

ტექნოპარკში ჩვენი სტუმრობის მიზანი იყო, რომ მოსწავლეებმა უფრო მეტი გაიგონ და ვიზუალურად ნახონ ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობები. მათ უშუალოდ ნახეს 3D პრინტერი. გაიგეს მეტი ხელოვნური ინტელექტის რაობაზე, რაც ხელს შეუწყობს ახლად შექმნილ კლუბში მოტივაციის ამაღლებას. დაგვეხმარება შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ პრო­ექ­ტის მდგრა­დო­ბა, გა­ვამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნოთ საქ­მია­ნო­ბა და აქ­ტი­უ­რად დავ­ნერ­გოთ რო­ბო­ტექ­ნი­კის კურ­სი. კლუბის წევრებმა იციან თანამედროვე გამოწვევებს რომ გაუმკლავდე, ფეხდაფეხ უნდა აედევნო უსწრაფესი ტემპით განვითარებად ვირტუალურ სამყაროს.

დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ გურჯაანის ტექნოპარკის მასპინძლებს - ლევანსა და ელენეს გულთბილი დახვედრისათვის. მოსწავლეებმა მზაობა გამოხატეს მონაწილეობა მიიღონ მათ მიერ გამოცხადებულ ტრენინგებში. მომავალშიც ბევრჯერ ვესტუმრებით ამ საინტერესო სამყაროს“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203