ახალბედისეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელ თანატოლებს თანადგომა გამოუცხადეს
12-04-2022
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბედისეულის საჯარო სკოლაში უკრაინას მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.
სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელ თანატოლებს თანადგომა გამოუცხადეს, რის ნიშნადაც მეგობარი ქვეყნის დროშები დახატეს და სპეციალური პლაკატები დაამზადეს.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს უაღრესად განიცდის და კეთილ სურვილებს, მშვიდობის მალე დამყარების გზავნილებს უგზავნის.