ახალბედისეულის საჯარო სკოლაში 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
11-04-2022
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბედისეულის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ ემოციურ და განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და ტრაგიკული მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

მოსწავლეებმა სპეციალური პლაკატები დაამზადეს.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირთა ხსოვნას პატივს მიაგებს და მათ ღვაწლს სიამაყით იხსენებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203